გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი სამხრეთ კორეის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

18-10-2019

საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული წარმატებული რეფორმები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუნ ჰი-სანგის შეხვედრის მთავარი თემა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი სამხრეთ კორეასა და საქართველოს შორის თანამშრომლობას შეეხო. აღინიშნა, რომ სამხრეთ კორეასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები თითქმის 30 წელია არსებობს და წლიდან წლამდე ეს თანამშრომლობა ვითარდება როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და ხალხთა შორის ურთიერთობების მიმართულებით.

სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და გამოთქვა რწმენა, რომ მისი ლიდერობით საქართველო კიდევ უფრო განვითარდება, რაც ქართველი ხალხის კეთილდღეობას მოემსახურება.

მუნ ჰი-სანგიმ ხაზი გაუსვა სამხრეთ კორეის რესპუბლიკიდან ტურისტული ნაკადის ზრდის დინამიკას და გამოთქვა რწმენა, რომ ტურისტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. როგორც სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ აღნიშნა, მისასალმებელია, რომ სამხრეთ კორეული საზოგადოება საქართველოს მიმართ დიდ ინტერესს გამოხატავს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით საქართველოსა და სამხრეთ კორეას შორის არსებულ თანამშრომლობაზე, რაც საქართველოში სამხრეთ კორეული მხრიდან განხორციელებულ მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტებში გამოიხატება. როგორც სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს და სამხრეთ კორეული კომპანიები მზადყოფნას გამოხატავენ, მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ პროექტებში.

სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ შეხვედრაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დააფიქსირა და ხაზი გაუსვა, რომ სამხრეთ კორეის რესპუბლიკას აწუხებს ის ვითარება, რაც შექმნილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მუნ ჰი-სანგის ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვისა მადლობა გადაუხადა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930