გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსთავის საბავშვო ბაღებთან აქცია გაიმართა

18-10-2019

რუსთავში, ყველა ბაღთან, აქცია გაიმართა. [ვიდეო/video]

აქციის მონაწილეების თქმით, "სოკარ გაზმა" ახალი რეგულაციების მიხევით, მიიღო გადაწყვეტილება, ბაღებისთვის ბუნებრივი აირი შეეზღუდა, რის გამოც აღსაზრდელებს საკვებისა და გათბობის გარეშე დარჩენა ემუქრებოდათ.

#1 ბაღთან იმყოფებოდა რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ეკა ხუციშვილი, ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა და ადგილობრივი თვიმმართველობის წარმომადგენლები.

"ინფო რუსთავთან" საუბრისას, ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკა ხუციშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული რეგულაციის შესახებ, მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ, წინასწარ არანაირი გაფრთხილება არ მიუღიათ და კომპანიის თანამშრომლებს არ მისცემენ უფლებას, რომ ბაღებს ბუნებრივი აირი შეუზღუდონ.

ქციაზე, "სოკარ გაზის" წარმომადგენელი მივიდა. მისი თქმით, ახალი რეგულაციების მიხედვით, ბუნებრივი აირის შეზღუდვა, სწორედ აღსაზრდელების უსაფრთხოების მიზნით იგეგმებოდა, თუმცა, ამ დროისთვის მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არცერთ ბაღს ბუნებრივი არ შეეზღუდება. ამ ეტაპისთვის, ყველა ბაღში, გეგმიური დანადგარების აღწერა იგეგმება.

"ინფო რუსთავთან" საუბრისას, ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, რომ: - "თავის დროზე, ბაღში, თუ რამე გაზია შეყვანილი სოკარის მიერ არის დაპროექტებული. სოკარის ნებართვით არის ნებისმიერი წერტილი გაკეთებული პროექტის შესაბამისად. თუ დღევანდელი კანონმდებლობით ეს არის გადასაკეთებელი და მოსაწყობი სხვანაირად უნდა მოხდეს შეთანხმება გონივრული ვადის და ამ ხარვეზის გამოსწორება"

 

"ინფორუსთავი"

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930