გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ქობულია: ანაკლიაში ტვირთების მოძრაობის მარშრუტს ბევრი ალტერნატიული გზა აქვს

19-10-2019

ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას თქმით, ანაკლიაში ტვირთების მოძრაობის მარშრუტს ბევრი ალტერნატიული გზა აქვს . ამის შესახებ ქობულიამ ტვ „პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, იმ ტვირთების მოძრაობა რაც არის გათვალისწინებული ანაკლიაზე, შეიძლება მოხდეს ბევრი სხვა კონკურენტული არხით.

ძალიან ხშირად ჟღერს პოლიტიკური ვალდებულება, სტრატეგიული პროექტი და ა.შ. ამ სიტყვების უკან უნდა იდგეს რაღაცა, თუ რას ნიშნავს ეს. რა თვალსაზრისით არის სტრატეგიული. თუ უსაფრთხოების, მაგალითად, ბაქო ჯეიჰანი, ეს სულ სხვა საკითხია. ეს არის ფიქსირებული მილსადენი და ეს არის ერთ-ერთი ძირითადი არტერია გაზის და ნავთობის ექსპორტის აზერბაიჯანის რეგიონიდან. ანაკლია არის სულ სხვა სიტუაცია, იმიტომ რომ იმ ტვირთების მოძრაობა, რაც არის გათვალისწინებული ანაკლიაზე, შეიძლება მოხდეს ბევრი სხვა კონკურენტული არხით. შეიძლება მოხდეს შემოვლით და ა.შ. თქვენ ვერ შეადარებთ ფიქსირებულ სასიცოცხლო მილსადენს ანაკლიას. თუ ანაკლიის პროექტი განხორციელდება, რა თმა უნდა კარგია, მაგრამ საკითხავია, რა ფასად გვიჯდება ეს, იმიტომ, რომ რა ფულსაც ჩვენ ვხარჯავთ ამ პროექტში, ეს თქვენი ფულია. ეს პროექტი იმდენად არ აძლიერებს ჩვენი უსაფრთხოების სიტუაციას, როგორც ეს შეიძლება ვინმეს ეგონოს” - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930