გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტმა საქართველოს სთხოვა, თავი შეიკავოს   თურქეთში მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირებისგან

27-02-2018


 

 

გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტის მიერ საქართველოს ეთხოვა, თავი შეიკავოს  საქართველოდან თურქეთში მომჩივნის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის  ექსტრადირებისგან, სანამ ეს საქმე გაეროს კომიტეტში განიხილება.

 

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს:

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის 15 თებერვალს მუსტაფა ემრე ჩაბუქმა საჩივარი შეიტანა გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტში. იგი ჩივის, რომ თურქეთში მისი ექსტრადირების შემთხვევაში, მის მიმართ შესაძლოა დაირღვეს წამების წინააღმდეგ კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული გარანტიები. კერძოდ, მისი მტკიცებით, თურქეთში ექსტრადირების შემთხვევაში, ის შეიძლება დაექვემდებაროს წამებას.

 

აღნიშნული კომიტეტის 2018 წლის 19 თებერვლის წერილით საქართველოს ეთხოვა, თავი შეიკავოს  საქართველოდან თურქეთში მომჩივნის ექსტრადირებისგან, სანამ ეს საქმე გაეროს კომიტეტში განიხილება.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მოქმედმა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლის სამსახურმა გაეროს კომიტეტის 19 თებერვლის წერილი უკვე მიაწოდა საქართველოს მთავარ პროკურატურასა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.

შეგახსენებთ, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციის საკითხს ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლო იხილავს“-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031