გაიგე განსხვავებული

პარასკევი, აგვისტო 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შს მინისტრი  არჩილ ტატუნაშვილის მამას შეხვდა

27-02-2018


 

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია  არჩილ ტატუნაშვილის მამას მცხეთა-მთიანეთის რეგიონის გუბერნიაში შეხვდა. გიორგი გახარიამ მომხდარის გამო ღრმა მწუხარება კიდევ ერთხელ გამოთქვა და ოჯახს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა ტატუნაშვილის ოჯახს დეტალურად გააცნო ის ღონისძიებები, რასაც საქართველოს ხელისუფლება გარდაცვლილის ცხედარის გადმოსვენებისთვის ამ დრომდე ახორციელებს. გიორგი გახარიამ ასევე დასძინა, რომ ეს ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება და საქართველოს ხელისუფლება ყველა შესაძლო ღონისძიებებს ატარებს, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი უმოკლეს ვადაში იქნას საქართველოში გადმოსვენებული.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031