გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მსოფლიო რანგის წამყვანი მეცნიერები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები გახდებიან და უნივერისტეტის აკადემიურ საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვებიან

21-10-2019

"პროფესორი Raymond Miralbell, მადრიდის პროტონული თერაპიის ცენტრის სამედიცინო დირექტორი და პროფესორი Roberto Orecchia მილანში, ევროპული ონკოლოგიური ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები იქნებიან და უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთვებიან“,- ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

,,პროტონული თერაპიის საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში, რომელიც ესპანეთში, ქალაქ მადრიდში იმართება, საქართველოს დელეგაციასა და მსოფლიო რანგის წამყვან მეცნიერებს შორის შეხვედრა შედგა. საქართველოს დელეგაციის წევრები არიან საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ ქართუს გამგეობის თავმჯდომარე - ნიკოლოზ ჩხეტიანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლების საკითხებში მიხეილ ჩხენკელი, ქართუ ჯგუფის პროექტების მართვის დირექტორი ვახტანგ ცაგარელი და საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე თევზაძე. შეხვედრისას მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ პროფესორი Raymond Miralbell მადრიდის პროტონული თერაპიის ცენტრის სამედიცინო დირექტორი და პროფესორი Roberto Orecchia მილანში, ევროპული ონკოლოგიური ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები იქნებიან და უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთვებიან”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930