გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაია ცქიტიშვილს პარლამენტში იბარებენ

21-10-2019

საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან კობერიძე, კოლეგებთან ლევან გოგიჩაიშვილსა და კობა ნარჩემაშვილთან ერთად საქართველოს ვიცე-პრემიერ მინისტრს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილსა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურ დირექტორს, ლევან ახვლედიანს პარლამენტში ღია ფორმატის შეხვედრაზე დასასწრებად იწვევს.

დეპუტატების აზრით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე, აღნიშნული შეხვედრა საშუალებას მისცემს ყველა მხარეს ღიად ისაუბროს ანაკლიის პორტის თემაზე, რათა საზოგადოებამ მიიღოს ამომწურავი პასუხები და გაიგოს ორივე მხარის პოზიცია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930