გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი: დადებითად შემიძლია შევაფასო პროკურატურის პოზიცია, რომელიც დეტალურად შეისწავლის წარმოდგენილ მასალებს

22-10-2019

„დადებითად შემიძლია შევაფასო პროკურატურის პოზიცია, რომელიც დეტალურად შეისწავლის წარმოდგენილ მასალებს“, - ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.


ლევან ნიკოლეიშვილი პროკურატურის პოზიციას დადებითად აფასებს:


„როგორც აღმოჩნდა, ხაზარაძის მიერ „ოქროს მტკიცებულებად“ დაანონსებული ე.წ "მუქარის წერილის დედანი" თვეების განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყანაში, პირთა განუსაზღვრელი წრისთვის ფიზიკურად იყო ხელმისაწვდომი. ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად გაართულებს აღნიშნული დოკუმენტის შესწავლას, მნიშვნელოვნად შეამცირებს ექსპერტიზის შედეგების სანდოობას და მომავალში სერიოზულ მტკიცებულებად მათი გამოყენების შესაძლებლობას.მეორე მხრივ, მხოლოდ და მხოლოდ დადებითად შემიძლია შევაფასო პროკურატურის პოზიცია, რომელიც დეტალურად შეისწავლის წარმოდგენილ მასალებს და შედეგებს დამატებით გააცნობს საზოგადოებას“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.


დღეს პროკურატურამ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა:


2019 წლის 21 ოქტომბერს, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წარმოადგინეს ბრიტანული კერძო კომპანიის მიერ ჩატარებული დაქტილოსკოპიური კვლევის ამსახველი დასკვნა, კომპაქტ-დისკი, ასევე, დაულუქავ, ღია კონვერტში მოთავსებული, მათი თქმით, „მუქარის წერილის დედანი“ და განცხადება, წარმოდგენილ მასალებზე შესაბამისი რეაგირების მოთხოვნით.


აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული წერილი თვეების განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყანაში, პირთა განუსაზღვრელი წრისთვის ფიზიკურად იყო ხელმისაწვდომი, რაც მნიშვნელოვნად ართულებს მასზე ეფექტური დაქტილოსკოპიური თუ სხვა სახის კვლევების ჩატარებას.


მიუხედავად ამისა, პროკურატურის მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით უკვე განხორციელდა წარმოდგენილი მასალების საპროცესო წესით დამაგრება და დალუქვა.


ამასთან, საქართველოს პროკურატურა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დეტალურად შეისწავლის განმცხადებლების მიერ წარმოდგენილ მასალებს და შესწავლის შედეგების შესახებ დამატებით მიაწვდის ინფორმაციას საზოგადოებას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930