გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აგვისტო 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გადაეცემა

27-02-2018

ცხინვალში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გადაეცემა.

 

ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელის მურატ ჯიოევის განმარტებით, უფრო მეტი ობიექტურობისთვის, მასალები დამოუკიდებელ ექსპერტიზაზე გაიგზავნა, რათა არ არსებობდეს აზრთა სხვადასხვაობა გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით და არ მოხდეს ამ საკითხის პოლიტიზირება.

 

„საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით, სოფელ ერგნეთთან ტექნიკური შეხვედრა გაიმართა. ჩვენ ავუხსენით საქართველოს წარმომადგენლებს, რომ იმისთვის რომ არ არსებობდეს აზრთა სხვადასხვაობა საქართველოს მოქალაქის დაღუპვასთან დაკავშირებით, ჩვენს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შემდეგ, უფრო მეტი ობიექტურობისთვის, მასალები დამოუკიდებელ ექსპერტიზაზე გაიგზავნა. ჩვენ ველოდებით დამოუკიდებელი ექსპერტიზის რეზულტატებს, რომლებიც უახლოეს მომავალში იქნება მზად. ამის შემდეგ კი გარდაცვლილის ცხედარი, ექსპერტიზის დასკვნის ასლთან ერთად ქართულ მხარეს გადაეცემა. ჩვენ ვთვლით ეს აუცილებელია იმისთვის რომ არ არსებობდეს აზრთა სხვადასხვაობა გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით და არ მოხდეს ამ საკითხის პოლიტიზირება,”-განაცხადა მურად ჯიოევმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031