გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წლით პატიმრობა მიესაჯა

24-10-2019

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული გ.ბ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 29 იანვარს, დმანისის რაიონის სოფელ ჯავახში, გ.ბ.-მ საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში მომხდარი კონფლიქტის დროს, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით გ.ა.-ს მუცლის არეში დანით მიაყენა ჭრილობა.

მიღებული დაზიანების შედეგად გ.ა. გარდაიცვალა.

სამართალდამცავებმა გ.ბ. 2019 წლის 30 იანვარს ქ. დმანისში დააკავეს. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარუდგინა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ გ.ბ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930