25-10-2019
მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 854.3 მლნ ლარით, ანუ 1.9 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.7 პროცენტით) და 2019 წლის პირველი ოქტომბრისათვის 45.8 მლრდ ლარი შეადგინა.
საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5.5 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.0 პროცენტია.
აღნიშნულ საანალიზო პერიოდში საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკით იყო წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.