გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, აგვისტო 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

27-02-2018

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში და იმერეთის რეგიონში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ორი ფაქტი გამოავლინეს და ორი კომპანიის ხელმძღვანელი პირი დააკავეს. 
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულმა, უკანონო სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადა და გაასაღა ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურა და სასაქონლო ზედნადები, რომლის თანახმად, ვითომდა ერთ-ერთ კომპანიისთვის 105 000 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდება განხორციელდა. 
მეორე შემთხვევაში, ბრალდებულმა, საქონლის რეალური მიწოდების გარეშე, გამოწერა ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურა 19 000 ლარის ღირებულების საქონლის რეალიზაციაზე. 
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210 - ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 2 - დან 4 - წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031