გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლაშა მესხი მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმაურება

25-10-2019

ჟურნალისტი და უფლებადამცველი ლაშა მესხი, მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმაურება:

"ვიკავებდი თავს მთელი ეს პერიოდი. ვაკვირდებოდი ხაზარაძეს, როგორც პოლოტიკოსს. თუმცა ჩემთვის პირადად მან დღეს წითელი ხაზები გადაკვეთა!

პატივცემულო მამუკა!

რომ ამბობთ "დედები უნდა დავაბრუნოთ ქვეყანაშიო", მარტო მე რაც ვიცი სადღაც 10 ოჯახი იქნება მხოლოდ თიბისის კრედიტის გამო გადახვეწილი საზღვარგარეთ! თუ პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ხართ, ზერელე და სადღეგრძელოების მსგავსი განცხადებების ნაცვლად ამ ხალხს, ვინც თქვენს გამოა "გადახვეწილი", როგორც მინიმუმ ბოდიში მოუხადეთ!

არ დამიწყოთ ახლა სეხს იღებენ და პასუხისმგებლობა და ა.შ. პროცენტულ განაკვეთებზე და ბანკის მოგებაზე მე არ დავკონკრეტდები! როცა ემიგრანტებს ეხებით ეს წითელი ხაზია, რომელსაც თქვენ თქვენი ბიზნეს საქმიანობიდან გამომდინარე ვერ გადაკვეთავთ!

ბოდიში იმ ხალხს ვინც თქვენ გააქციეთ ამ ქვეყნიდან და არა სადღეგრძელოებს!!!"-წერს მესხი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930