27-02-2018
აზერბაიჯანული გამოცემის, «Новое время»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია საქართველოს მიერ გატარებულ პოლიტიკაზე რეგიონის მასშტაბით.
სტატიის ავტორი აქვე წერს, რომ საქართველოში ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის შევიწროება ხდება.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ფრაგმენტს სტატიიდან:
„ერთი მხრივ, საქართველოს ოფიციალური პირები აზერბაიჯანისადმი ძმურ ურთიერთობაზე ლაპარაკობენ, მეორე მხრივ კი - სახეზეა ადგილობრივი აზერბაიჯანული მოსახლეობის შევიწროება და დისკრიმინაცია - იხურება აზერბაიჯანული სკოლები, სამსახურიდან ათავისუფლებენ აზერბაიჯანელ პედაგოგებს, ასევე იხურება კულტურული ცენტრები და ის ისტორიული ღირსშესანიშნაობები, რომლებიც მოწმენი არიან იმისა, რომ აზერბაიჯანელები, ჩვენი თანამემამულენი ამ მიწებზე ასწლეულების განმავლობაში ცხოვრობენ.
იმავდროულად საქართველოს ხელისუფლება სიმპათიებით ეკიდება ჯავახეთში კომპაქტურად მცხოვრებ სომხებს, რომლებიც, ბორჩალოელებისაგან განსხვავებით, ყოველთვის გამოხატავდნენ სეპარატისტულ განწყობებს, საქართველოსაგან ამ ტერიტორიის ჩამოცილების მიზნით“-წერს ავტორი.
p.s. სტატიის ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.newspress.ge