26-10-2019
თბილისში, გლდანში მდებარე ავერსის აფთიაქში 40 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.
მამაკაცი აფთიაქში შევიდა და იქ მყოფებს უთხრა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა. თუმცა, ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას იგი გარდაცვლილი დახვდა.
„შემოვიდა, ცუდად ვარო თქვა და იქვე დაეცა“ - განაცხადეს თვითმხილველებმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.