გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რატი იონათამიშვილი: სათამაშო ბიზნესი მაქსიმალურად უნდა ჩაერთოს სოციალურ პროექტებში და მისი მთავარი საკომუნიკაციო არხი კომერციული რეკლამა არ უნდა იყოს

28-10-2019

..სათამაშო ბიზნესი მაქსიმალურად უნდა ჩაერთოს სოციალურ პროექტებში და მისი მთავარი საკომუნიკაციო არხი არ უნდა იყოს კომერციული რეკლამა. ყველა ვთანხმდებით, რომ აზარტული თამაშები, მავნე ზეგავლენას ახდენს ბევრი ჩვენი თანამოქალაქის ცხოვრებაზე“ ამის შესახებ პარლამენტის წევრმა რატი იონათამიშვილმა აზარტული თამაშების რეკლამასთან დაკავშირებულ რეგულაციებზე საუბრისას განაცხადა.
,,ჩვენი მიზანია, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, არასრულწლოვნები, სათამაშო ბიზნესის შესაძლო მავნე ზეგავლენისგან. სწორედ ამ მიზნით, ჯერ კიდევ ივნისში, ქართული ოცნების დეპუტატებთან - დაჩი ბერაიასთან და გოგა გულორდავასთან ერთად დავაინიცირე კანონპროექტი, რომელიც გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს სათამაშო ბიზნესს, ჩარჩოებში აქცევს მის რეკლამირებას. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ბიზნესომბუდსმენთან, ტელევიზიებისა და ელექტრონული მედიის წარმომადგენლებთან, შევხვდით სპორტულ ფედერაციებსა და სათამაშო ბიზნესს. თუმცა, ამ პროცესში, ჩვენთვის მთავარი მოქალაქეებისა და განსაკუთრებით, არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერსებია. უახლოეს დღეებში ამ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვები დაიწყება, რის შემდეგაც შეჯერებულ რედაქციას განსახილველად პარლამენტის პლენარულ სხდმაზე გავიტანთ“, აცხადებს რატი იონათამიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930