28-10-2019
სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების ვებ-გვერდებზე კიბერშეტევა განხორციელდა. მათ შორისაა – ქუთაისის, ბათუმის, ოზურგეთის, ვანის, ამბროლაურის, საჩხერისა და ქარელის საკრებულოების ოფიციალური საიტები.
ვებ-გვერდებზე შესვლისას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სურათი ჩნდება, ლათინური წარწერით – ” I’ll be back”/ “მე დავბრუნდები”. საკრებულოების გვერდების ნაწილმა, კიბერშეტევის გამო, ჰოსტინგის მიწოდება დროებით შეწყვიტა და მიუწვდომელია.
ჰაკერების სამიზნე გახდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საერთო სასამართლოების ვებ-გვერდებიც.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე და 286-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და მონაცემების ხელყოფას გულისხმობს.