გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, ივლისი 23, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იანოშ ჰერმანი: თავს არ ვზოგავთ შევიტანოთ წვლილი კონფლიქტის გადაწყვეტაში საქართველოს სუვერენიტეტისა და მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში

27-02-2018


საქართველოში ევროკავშრის ელჩის, იანოშ ჰერმანის განცხადებით, ევროკავშირი იმედოვნებს, რომ დე-ფაქტო ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეებს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მისვლის საშუალებას მისცემს და სხვა აუცილებელ ზომებსაც მიიღებს.

ამის შესახებ ჰერმანიმ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების შესახებ საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

„ევროკავშირი ამ საკითხს თვალს ყურადღებით ადევნებს. რამდენიმე დღის წინ ამ ძალიან  სამწუხარო შემთხვევაზე წერილობითი განცხადებაც გამოვაქვეყნეთ. პირველ რიგში, ნება მიბოძეთ ტატუნაშვილის ოჯახს პირადად მივუსამძიმრო. ამ ამბავმა ყველა ჩვენგანზე ძალიან იმოქმედა, სამწუხარო სიტუაციაა და შეშფოთებულები ვართ. იმედს გამოვთქვამთ, რომ დე-ფაქტო ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეებს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მისვლის საშუალებას მისცემს. ასევე დე-ფაქტო ხელისუფლებისგან ველით, რომ სხვა აუცილებელ ზომებსაც მიიღებს. ჩვენ კი თავს არ ვზოგავთ შევიტანოთ წვლილი კონფლიქტის გადაწყვეტაში საქართველოს სუვერენიტეტისა და მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით ევროკავშირის მხრიდან“- განაცხადა ჰერმანიმ.

შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში 23 თებერვალს გარდაიცვალა. მისი  ცხედრის გადმოსვენებაზე ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება ჯერ-ჯერობით უარს აცხადებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031