გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: საშვილიშვილო საქმე, სხვანაირად რა შეიძლება ეწოდოს ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას ააღორძინოს წყალტუბო?

29-10-2019

ანალიტიკოსი გია აბაშიძე წყალტუბოს განვითარებისათვის ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას საშვილიშვილო საქმეს უწოდებს.
"სოციალური პასუხისმგებლობა, მორიგი გრანდიოზული ქველმოქმედება, საშვილიშვილო საქმე, სხვანაირად რა შეიძლება ეწოდოს ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას ააღორძინოს წყალტუბო პირადი გამორჩენის გარეშე? ცხადია, ოპონენტები ამაში დაინახავენ "წინასაარჩევნო მოსყიდვის" ელემენტებს, 'ფეიკნიუსერი' გვარამიას არხი მოგვიყვება იქ 'ჩერნობილის მსგავს კატასტროფაზე' და ა.შ. მერე, მაგალითად, თუ ამ არარეპრეზენტატიულ 'ენჯეოზე' რამე კრიტიკულს იტყვი, სექტანტურად აწიწინდებიან - "თავდასხმაო". ის კი ავიწყდებათ, რომ საქართველოში ტაბუდადებული თემები და სუბიექტები აღარ არსებობენ და ცალკეული "ენჯეო" თუ საჯარო პირი არაა ჭეშმარიტების უტუარი, მიუკერძოებელი წყარო.

მოკლედ, წყალტუბოს, იმერეთის, საქართველოს განვითარებაში დიდი ახალი ეტაპი. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიც გაიხსნება, დენდროლოგიური პარკიც, განახლებულ აბასთუმანსაც ვიხილავთ და კიდევ ბევრ იმედისმომცემ მოვლენას. ასევე ვიხილავთ "ლუზერების" კრიახს საარჩევნო უბნებთან წიოკით - არჩევნები "გაყალბდა", კოორდინატორები ჭარბობდნენ მხარდამჭერთა მობილიზებაში. ხანდახან ჩაიხედეთ Election Coordinator-ის დეფინიციაში ;)

მშვიდობა და განვითარება საქართველოს!"-განაცხადა აბაშიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930