გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე - ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ნიშნავს, რომ მალე წყალტუბო გახდება ჯანმრთელობის და ტურიზმის ცენტრი

29-10-2019


ბიძინა ივანიშვილის ეს ინიციატივა ნიშნავს, რომ ძალიან მალე წყალტუბო გახდება ჯანმრთელობის და ტურიზმის ცენტრი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას, წყალტუბოში სასტუმროებისა და აბანოების გამოსყიდვასთან დაკავშირებით.

მდინარაძის თქმით, ოპოზიციას აღიზიანებს ასეთი ინიციატივები და მდარე არგუმენტებს იგონებენ მის წინააღმდეგ.

„ბიძინა ივანიშვილის ეს ინიციატივა ნიშნავს, რომ ძალიან მალე წყალტუბო გახდება ჯანმრთელობის და ტურიზმის ცენტრი. ეს იქნება რეგიონში მიზიდულობის ცენტრი და როდესაც ასეთ ინიციატივებზეა საუბარი, ყველას, მათ შორის ოპოზიციასაც უნდა ეყოს ძალა და აღიაროს, რომ წყალტუბო - ერთ-ერთი ძალიან განვითარებული ჰაბი - ჩვენს ქვეყანასაც მოუტანს ბევრ სამუშაო ადგილს, ეკონომიკის განვითარებას, უამრავ ტურისტს. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ოპოზიცია არა მხოლოდ აკრიტიკებს, არამედ მათ აღიზიანებთ კიდეც ასეთი ინიციატივები და მდარე არგუმენტებს იგონებენ ასეთი პოზიტიური თემების გადასაფარად,“ - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, რადგან სახელმწიფოს არ აქვს რესურსი, მიიღო გადაწყვეტილება სათავეში ჩაუდგეს წყალტუბოს აღორძინების პროექტს, გამოისყიდოს უკლებლივ ყველა - 22 სასტუმრო, 9 აბანო და მოახდინოს მათი სრული რეაბილიტაცია. ამასთან, ივანიშვილის თქმით, წყალტუბოს განვითარების პროექტზე მისი მხრიდან არანაირ მოგებაზე არ იქნება საუბარი და „მაქსიმალური ფასი იქნება თვითღირებულება“.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930