30-10-2019
სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქალისა და მამაკაცის ტყავის აქსესუარების მწარმოებელმა კომპანიამ ,,გეფერინი“ პროდუქცია ქუვეითში ექსპორტზე გაიტანა.
კომპანიამ ,,გეფერინი“ ქუვეითურ კომპანიასთან A&M Company ხელშეკრულება გააფორმა.
კომპანიაA&M Company ქუვეითში ერთ-ერთი უმსხვილესია, რომელიც ტყავის იმპორტირებულ პროდუქციას ქვეყნის მასშტაბით ყიდის. სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კომპანია ,,გეფერინმა“აღნიშნულ საერთაშორისო კომპანიასთან ბიზნესკავშირები ჰონგ-კონგის ყოველწლიურ გამოფენაზეAPLF დაამყარა.
აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებულ გამოფენაში მონაწილეობით, ქართულმა კომპანიამ მეორე საექსპორტო ხელშეკრულება გააფორმა. 2018 წელს, სწორედ ამ ღონისძიების შედეგად, კომპანიას „გეფერინი“ და InterBlock Hong Kong Limited-სშორის წარმატებული კონტრაქტი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც ქართულმა კომპანიამ ჰონგ-კონგის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სავაჭრო ცენტრში კუნძულის ტიპის მაღაზია გახსნა.