გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 25, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანბანის სკვერში სავაჭრო ცენტრი აღარ აშენდება

30-10-2019

დიდ დიღომში, ანბანის სკვერში მცირე სავაჭრო ცენტრი აღარ აშენდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სავაჭრო ცენტრ „გუდვილის“ მიმდებარედ არსებული ანბანის სკვერის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, რის შედეგადაც, აღნიშნული ტერიტორიის გამოსყიდვა შესაძლებელია.

„ამ სკვერში წლების წინ გაიცა სამშენებლო ნებართვა. კონკრეტულად, მცირე სავაჭრო ცენტრის აშენებაზე. როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, აგვირჩია თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ და შევუდექით ჩვენს უფლებამოსილებას, ადგილობრივ მოსახლეობას პირობა მივეცი, რომ ამ ადგილზე აღნიშნული შენობა-ნაგებობა არ განთავსდებოდა. ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკებები და მივაღწიეთ შეთანხმებას. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოგვაქვს ამ მიწის ნაკვეთის მონაცვლეობა-გამოსყიდვის საკითხი, რათა ეს პროექტი ამ კონკრეტულ სკვერში არ განხორციელდეს. ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც პრობლემაა და ქალაქის ურბანული განვითარების თვალსაზრისითაც დაუშვებელია მწვანე სკვერებსა და სივრცეებში ასეთი სამუშაოების წარმოება. აღნიშნული სკვერი მოეწყობა და გალამაზდება. ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, მივიდნენ და იქ დაისვენონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ანბანის სკვერი სრულად იქნება მოწესრიგებული.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031