გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბათუმში ადიდებულმა მდინარემ გზის სავალი ნაწილი წაიღო

31-10-2019

უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ბათუმში, ანგისის პირველ შესახვევში სავალი გზის ნაწილი დააზიანა. ამორტიზებული საავტომობილო გზის გამო მოსახლეობა ახლა ფეხით გადაადგილდება, რაც მათთვის საფრთხეს წარმოადგენს. ანგისაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ პრობლემა ყოველი გაწვიმებისას ექმნებათ. მდინარეს არ გააჩნია შემაკავებელი ჯებირი, უკვე ვერც კი იხსენებენ გზის ჩამოშლის შემთხვევების რაოდენობას. მათივე თქმით, 100-ზე მეტმა მოსახლემ, რომლებიც აღნიშნულ ქუჩაზე ცხოვრობენ, შესაბამის სამსახურს თხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა ადგილობრივების თქმით, პრობლემა კვლავ მოუგვარებელია.
ნოდარ ნინიძე ანგისის ქუჩაზე ცხოვრობს. იგი იმ ფაქტებს იხსენებს, რაც ადიდებული მდინარის შედეგად მოსახლეობას ექმნება. მეზობლების მსგავსად, ისიც ჯებირსამაგრი სამუშაოების დაწყებას ელოდება. ნოდარ ნინიძე “რეგიონულ კვირასთან“ მდინარეზე არსებულ ამორტიზებულ ხიდზეც საუბრობს. ამბობს, რომ მასზე გადაადგილება საფრთხის შემცველია.
“მხოლოდ ეს პრობლემა არ გვაქვს დასახლებაში, ხიდიც სარეაბილიტაციოა, რომ აღარაფერი ვთქვათ, წყლის მიერ წაღებულ გზაზე. გადაადგილება შეუძლებელია, ყოველი გაწვიმებისას ეს პრობლემა დგას. ვთხოვთ, ინფრასტრუქტურის სამსახურს ყურადღება მოგვაქციონ და ერთხელ და სამუდამოდ პრობლემა მოგვარდეს“,-ამბობს ანგისის ქუჩაზე მცხოვრები ნოდარ ნინიძე
ბათუმის მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, რომ ნაპირსამაგრი სამუშაოები გამოდარებისთანავე დაიწყება. გზისა და ჯებირების ინფრასტრუქტურისთვის 430 ათასი ლარია გამოყოფილი.
“სამუშაოები დაიწყება, შესწავლილია საკითხიც. შპს “იბერიასთან” გვაქვს ხელშეკრულება, უახლოეს დღეებში მოხდება ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება“, – ამბობს სულიკო გოგოლიშვილი.
რაც შეეხება ამორტიზებულ ხიდს – მერიის სამსახურში განგვიცხადეს, რომ შესაბამისი სამსახურები კონსტრუქციის მდგრადობას შეისწავლიან და ქმედითი ღონისძიებებიც მხოლოდ ამის შემდეგ ჩატარდება.

"კვირა"


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930