გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბათუმში კიდევ ერთ ურბანულ ძეგლს უტარდება რეაბილიტაცია

31-10-2019

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდ „ქართუ“-სთან არსებული საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის ფინანსური უზრუნველყოფით, ქ.ბათუმში, გამსახურდიას N13/მ. აბაშიძის ქ.N23- ში მდებარე ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ბიუჯეტი - 147 089 ლარია.

რეაბილიტაციის პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 2017 წელს შეიძინა.

აღნიშნული შენობა XIX საუკუნის ბოლოს არის აგებული და მას მაღალი მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულება გააჩნია. შენობა თავისი არსებობის მანძილზე სხვადასხვა ფუნქციას ითავსებდა-აჭარის ა/რ კულტურის სამინისტრო, შრომის სასახლე,საქართველოს პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანება.

სამუშაოებს შპს ,,იუკონი და კომპანია’’ აწარმოებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930