გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივლისი 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერმა თურქეთში ვიზიტი შეაჯამა

1-11-2019

დავგეგმეთ და განვიხილეთ შესაძლებლობა ჩვენი სავაჭრო ბრუნვის გაორმაგების, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მთავრობის კონცენტრირებული მუშაობა, განსაკუთრებით კოლეგებთან ეკონომიკურ სფეროში, ეკონომიკური პროფილის მინისტრებთან და სამინისტროებთან.

„ჩვენ დავგეგმეთ, განვიხილეთ შესაძლებლობა ჩვენი სავაჭრო ბრუნვის გაორმაგების და ყველაზე მნიშვნელოვანი ქმედებები და ნაბიჯები, რომლებიც უახლოეს დღეებში გადაიდგმება, ეს გახლავთ ეკონომიკური კომისია, რომელშიც ჩვენი მთავრობა ნოემბრის ბოლოს მიიღებს მონაწილეობას.

ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, სტრატეგიული საბჭო, რომლის მოქმედებაც გარკვეული პაუზის შემდგომ აღდგება. ასევე მინდა გითხრათ, რომ თურქეთის პრეზიდენტი ჩემი მოწვევის შემდგომ დაგვთანხმდა, ამ გაზაფხულს ეწვიოს საქართველოს, თბილისს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031