გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივლისი 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: მინდა ვთხოვო სამართალდამცავი სიტემის წარმომადგენლებს, სრულად ვითანამშრომლოთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან

1-11-2019

ის სისტემური პრობლემები, რომელიც ჩვენს წარსულში არსებობდა, განსაკუთრებით სამართალდამცავი სისტემის ფარგლებში, როდესაც ადამიანები, რომლებსაც ევალებოდათ დანაშაულთან ბრძოლა, თავად ჩადიოდნენ დანაშაულს და შემდგომ სისტემური ხასიათი ჰქონდა ასეთი ხალხის დაუსჯელობას, ჩვენ გაგვხადა იძულებული 2014 წელს მთავრობას აეღო ვალდებულება დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნის თაობაზე - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან სამართალდამცველი სტრუქტურების თანმშრომლობა იქნება საფუძველი, რომ მოქალაქეებს კიდევ მეტი ნდობა გაუჩნდეთ პოლიციის და ყველა სხვა სამართალდამცავი სისტემის წინაშე.

"კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია დღეს აღვნიშნოთ გახლავთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც დღეს იწყებს ახალი ფუნქციის განხორციელებას - ეს გახლავთ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი. მოგეხსენებათ, რომ ბევრ განვითარებულ ევროპულ ქვეყანას მსგავსი მექანიზმი საერთოდ არ აქვს. მაგრამ ის სისტემური პრობლემები, რომელიც ჩვენს წარსულში არსებობდა, განსაკუთრებით სამართალდამცავი სისტემის ფარგლებში, როდესაც ადამიანები რომლებსაც ევალებოდათ დანაშაულთან ბრძოლა თავად ჩადიოდნენ დანაშაულს და შემდგომ სისტემური ხასიათი ჰქონდა ასეთი ხალხის დაუსჯელობას, ჩვენ გაგვხადა იძულებული 2014 წელს მთავრობას აეღო ვალდებულება დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნის თაობაზე. რა თქმა უნდა ჩვენ ამასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ გვქონდა, რამეთუ სისტემა სრულად შეცვლილია და ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით. მე მინდა ვთხოვო კოლეგებს, სამართალდამცავი სიტემის წარმომადგენლებს, რომ სრულად ვითანამშრომლოთ ამ სტრუქტურასთან. დარწმუნებული ვარ, რომ ეს თანამშრომლობა იქნება საფუძველი იმის, რომ ჩვენს მოქალაქეებს კიდევ მეტი ნდობა გაუჩნდეთ პოლიციის და ყველა სხვა სამართალდამცავი სისტემის წინაშე", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031