გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
"როდესაც ქმარი ლეილას კლავდა, არავინ დაეხმარა, ადამიანები ამას უბრალოდ უყურებდნენ და ტელეფონით იღებდნენ" - 5 დღის განმავლობაში მოკლული ათზე მეტი ქალი

2-11-2019

ხუთი დღის განმავლობაში აზერბაიჯანში საყოფაცხოვრებო ნიადაგზე 10 ქალზე მეტი სასტიკად მოკლეს ან სცემეს; ეს მხოლოდ ის შემთხვევებია, რაც მედიაში მოხვდა. ამან აზერბაიჯანის სოციალური ქსელებში საპროტესტო კამპანიის, თეგით #QadınaŞiddətəYox (#არა ქალების წინააღმდეგ სისასტიკეს), პროვოცირება მოახდინა.


ვინ არის დამნაშავე, და რა უნდა გაკეთდეს? მსჯელობა სოციალურ ქსელებში


საზოგადოებას ყველაზე დიდ შოკი ლეილა მამედოვას მკვლელობამ მოჰგვარა. ჩხუბის დროს ქმარმა მას დანა 25-ჯერ ჩაარტყა. ეს ბაქოში, ქუჩაში, პატარა ბავშვებისა და გამვლელთა თვალწინ მოხდა.


ქალების მიმართ საყოფაცხოვრებო ძალადობა – აზერბაიჯანის მთელ ტერიტორიაზე გავრცელებული პრობლემაა. ქალები არამხოლოდ ქმრების, არამედ ოჯახის სხვა წევრების ხელითაც ზარალდებიან – მაგალითად, მამამთილის ან დედამთილის. ამის მიზეზი ხშირად ეჭვიანობა ან ქალის საქციელით უკმაყოფილება ხდება. წვრილმანი საყოფაცხოვრებო კონფლიქტიც კი შეიძლება ცემით დასრულდეს.


ზოგიერთი კომენტარი Facebook-დან:


„აზერბაიჯანში საყოფაცხოვრებო ძალადობა ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ძირითადად – პროვინციებში. უბრალოდ, ახლა ეს ადამიანები დედაქალაქში გადმოვიდნენ, და ამიტომ, ასეთი შემთხვევების შესახებ საზოგადოებამ შეიტყო და მედიაშიც ხვდება“;


„სისასტიკეს სქესი არ აქვს. საჭიროა სისასტიკის, როგორც ასეთის, წინააღმდეგ ბრძოლა, და – არამხოლოდ ქალების მიმართ“;


„ალბათ ათწლეულობით განათლებაა საჭირო, ეს საძაგლობა ადამიანების თავებიდან და ცხოვრებიდან რომ გამოიდევნოს; მაგრამ ეს განათლება საიდანღა უნდა მოვიდეს?“;


„აზერბაიჯანში პატრიარქალური წყობა იმ ქალების წყალობით ძლებს, ვისთვისაც ეს უფრო კომფორტულია. და ისინი ამ ჯოჯოხეთის მიმართ გულგრილ საზოგადოებას ზრდიან. აქ მკაცრი სახელმწიფოებრივი ზომებიც კი ვერაფერს შეცვლის“.


რის გაკეთება შეუძლია სახელმწიფოს?


ამავდროულად, ოპოზიციური პარტიის „რეალის“ ლიდერი ილგარ მამედოვი მიიჩნევს, რომ ამ პრობლემის გადასაწყვეტად ზომები სწორედ სახელმწიფომ უნდა მიიღოს. კერძოდ – ერთხელ და სამუდამოდ მოაწეროს ხელი სტამბულის კონვენციას – ოჯახური ძალადობისა და ქალების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ევროპის საბჭოს საერთაშორისო შეთანხმებას. კონვენცია ძალაში 2014 წლის 1 აგვისტოს შევიდა. მოცემული მომენტისთვის მას დაახლოებით 50-მა ქვეყანამ (საქართველოსა და სომხეთის ჩათვლით) მოაწერა ხელი.


ამ საკითხზე აზრი ოფიციალურმა პირებმაც გამოთქვეს. მაგალითად, დეპუტატმა აიტინ მუსტაფაევამ პარლამენტის სხდომაზე თავის გამოსვლაში თქვა:


"როდესაც ქმარი ლეილას კლავდა, მის დასახმარებლად არავინ მივიდა. ადამიანები ამას უბრალოდ უყურებდნენ და ტელეფონით იღებდნენ. ეს საშინელებაა. საით მივექანებით?! ჩემი აზრით, კანონმდებლობაში ძალიან სერიოზული ცვლილებებია შესატანი, და საჭიროა მისი გამკაცრება“.


აზერბაიჯანში ქალების 43%-ს ოჯახური ძალადობა აქვს განცდილი – გამოითვალა უფლებადამცავმა ორგანიზაციამ TheAdvocatesfor Human Rights.
აზერბაიჯანში საყოფაცხოვრებო ძალადობის აღმკვეთი კანონი არსებობს, რომელიც ჯერ კიდევ 2010 წელს არის მიღებული. მაგრამ სინამდვილეში ეს კანონი პრაქტიკულად არ სრულდება, რადგან საყოფაცხოვრებო ძალადობას ზოგჯერ პოლიციაც კი „საშინაო საქმედ“ მიიჩნევს.






jam-news.net

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930