გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივნისი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აბიტურიენტებისათვის ზოგადი უნარების  იმიტირებული გამოცდა დღეს ჩატარდება

28-02-2018


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2018 წლის ზოგადი უნარების  იმიტირებული გამოცდა პირველად დღეს ჩატარდება.

 

გამოცდაზე გამოყენებული იქნება ზოგადი უნარების ტესტის სრული, ახალი ვერსია. აბიტურიენტი  შედეგს ტესტზე მუშაობის დასრულებისთანავე შეიტყობს.

 

ტესტირებას 15:00 საათზე,  თბილისში, ჭყონდიდელის N26-ში „ახალი უმაღლესი სასწავლებელი“ უმასპინძლებს.

 

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი პროექტი „სანდო თანამგზავრი“ საშუალებას აძლევს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, გაიარონ გამოცდის იდენტური ტესტირება ზოგად უნარებში. ტესტირებები პერიოდულად გაიმართება უმაღლესი სასწავლებლების მხარდაჭერით, აბიტურიენტთათვის მონაწილეობა კი სრულიად უფასო იქნება.

 

"სანდო თანამგზავრი" პროექტის goNaec ფარგლებში შეიქმნა და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების ხელშეწყობას ითვალისწინებს. "სანდო თანამგზავრი" ასევე სთავაზობს დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს გამოსაშვები გამოცდების რეპეტიციას ონლაინ და ყოველკვირეულ რუბრიკას  "ზოგადი უნარები სოფო დოლიძესთან ერთად", სადაც ცენტრის ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი ტესტის სხვადასხვა ტიპის დავალებებს განიხილავს“-განმარტავენ უწყებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30