გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შპს „ჰერბია“ -ს დამფუძნებელი: წყალტუბოს განვითარების პროექტში და ინვესტრებაში მონაწილეობას მივიღებთ

4-11-2019

„წყალტუბოს განვითარების პროექტში და ინვესტრებაში მონაწილეობას მივიღებთ" - აცხადებს სასათბურე მეურნეობა „ჰერბია“-ს დამფუძნებელი ზურაბ ჯანელიძე.

„მე იმ თაობას წარმოვადგენ, რომელსაც კარგად ახსოვს ძველი წყალტუბო. გამახარა ამ ფაქტმა. მნიშვნელობა არ აქვს, ამას კერძო ინვესტორი გააკეთებდა, თუ სახელმწიფო. მნიშვნელოვანია ის, რომ წყალტუბო ცნობილია არა მარტო საქართველოში, ამ უნიკალურ კურორტს ევროპისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც იცნობენ. პოტენციალი არსებობს, საინტერესო პროექტია, მივიღებთ მის განხილვასა და ინვესტიცირებაში მონაწილეობას” - აცხადებს ზურაბ ჯანელიძე.

როგორც ზურაბ ჯანელიძე აღნიშნავს, პატარა საწარმოდან გამომდინარე, კარგად ჩანს, როგორი მოთხოვნადია კომპანიის პროდუქტი როგორც ადგილობრივ, ისე ევროპულ ბაზარზე.

„აქ უკვე ახალი ბაზარი გამოჩნდა, ქართული, წყალტუბოს ბაზარი, დამსვენებელი თავისთავად ამ პროდუქტზე იქნება ორიენტირებული. 70-იან წლებში ამ ტერიტორიაზე სასათბურე მეურნეობა იყო, რომელიც ზუსტად იმიტომ იყო აგებული, რომ წყალტუბოში დაახლოებით 150 000 - მდე ადამიანი, რომელიც მუდმივად ისვენებდა წლის განმავლობაში, უზურნველყოფილიყო ქართული ხარისხიანი პროდუქტით” - აცხადებს ზურაბ ჯანელიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930