გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ერთი ბიზნესმენის ხმაურიანი ინიციატივა - ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ანალიტიკოსი აფასებს

5-11-2019

„სოციალური ანტრეპრენერის ფენომენი: ბიძინა ივანიშვილის პროექტების სოციალური ზეგავლენა ქართულ ეკონომიკაზე, ბიზნეს გარემოზე და ქვეყნის მომავალ განვითარებაზე – ახალი შესაძლებლობები ქართული ბიზნესისთვის“, - ასეთია Entrepreneur Georgia-ს სტატიის სათაური, რომელიც 4 ნოემბერს გამოქვეყნდა.

ინტერვიუ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან ორი დღეა განხილვის თემაა.

ივანიშვილი ინტერვიუში ამტკიცებს, რომ თავისი შემოსავლების 90%-ს ქველმოქმედებას მიუძღვნის. ასევე ღიად ჰპირდება ბიზნესს და დაინტერესების შემთხვევაში კონკრეტულ პროექტებს გადასცემს.

ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს იყო პასუხი ყველა კითხვაზე, რაზეც ოპონენტები ბიძინა ივანიშვილის აკრიტიკებდნენ.

თავად ოპონენტებს კი ივანიშვილის არ სჯერათ.

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ ვისაც წყალტუბოს მიმართ დაინტერესება ჰქონია, ყველამ იცის, რომ სჭირდება იმდენად დიდი ინვესტიცია, რომ მსხვილი ბიზნესიც კი დამოუკიდებლად ვერ აწევს.

შეძლებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი სრულად იმ პროექტების განხორციელებას, რომლიც მან ინტერვიუში დააანონსა, ამ თემაზე „პრაიმტაიმს“ თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი, ვახტანგ ჭარაია ესაუბრა.

- როგორ აფასებთ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ და უკვე განხორციელებულ ბიზნეს ინიციატივებს?

- შესაძლოა მსგავსი სიმდიდრის ქონის შემთხვევაში პირადად თქვენ ეს რესურსი სხვანაირად გადაგენაწილებინათ. შესაძლოა, ზოგიერთი ადამიანი ასეთი რესურსის ქონის შემთხვევაში საერთოდ ქვეყნიდან გადახვეწილიყო და არხეინად გაეგრძელებინა ცხოვრება სადმე კოხტა კერძო კუნძულზე ან სულაც რომელიმე წარმატებულ ქვეყანაში საპატიო მოქალაქის რანგში. შესაძლოა, ვინმე ამდენი ფინანსური რესურსის ქონისგან შოკში ან კომაში ჩავარდნილიყო...

- როგორ ფიქრობთ, ხომ არ ჯობდა ამ რესურსის ქვეყნის მასშტაბით შედარებით მცირე, მაგრამ მრავალ პროექტზე გადანაწილება?

- ბიძინა ივანიშვილის მიერ არჩეულმა - „მასშტაბის ტაქტიკამ“ უკვე გაამართლა ურეკში და აბასთუმანში, სადაც ირგვლივ რამდენიმე ათეული კილომეტრის რადიუსში ყველანაირი უძრავი ქონების ფასი რამდენიმეჯერ, ხშირ შემთხვევაში 10-ჯერაც კი გაზარდა და აგრეთვე განავითარა მიმდებარე რაიონების ეკონომიკური შესაძლებლობები, წარმოების, დასაქმების თუ სხვა ჭრილში.

იგივე „მასშტაბის ტაქტიკით“ მიწოლა ახალ სიცოცხლეს შთაბერავს წყალტუბოსაც, რომლის გამოცოცხლების გარანტი უკვე კონკრეტული პიროვნებაა. იმავე რეგიონში მდებარე სხვა სტრატეგიული დანიშნულების ტურისტული ობიექტები და ქუთაისის აეროპორტი კი ამ ინიციატივას ერთ მთლიან პაკეტად კრავს, რომელსაც შედარებით მცირე შესაძლებლობის ბიზნესმენები ცალ-ცალკე ვერ განახორციელებდნენ კიდევ მრავალი წლის განმავლობაში.

- თქვენი აზრით შესაძლებელია ცალკე აღებულმა ბიზნესმენმა საქართველოს ეკონომიკური განვითარება შეძლოს?


- ახლა კი ყველაზე მთავარი, ვერც ერთი ცალკე აღებული ბიზნესმენი ვერ დაგისაქმებს ყველა უმუშევარს და ვერ მოგიტანს კეთილდღეობას თითოეული მოქალაქის სახლში. როდესაც ამ მოკრძალებული ფინანსური შესაძლებელობების მქონე ქვეყანაში მსგავსი მასშტაბის, ასეულობით მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიციებზე გვაქვს საუბარი, მნიშვნელოვანია ადგილობრივმა ბიზნესმაც იგრძნოს თავისი წილი პასუხისმგებლობა. სწორედ აქ იმალება ადგილობრივი ბიზნესის განვითარების გასაღები და ეს შესაძლებლობა არ უნდა განიავდეს იმპორტდამოკიდებულების კიდევ უფრო მეტად გაზრდის ხარჯზე. ადგილზე უნდა მომზადდნენ ის კადრები, რომლებიც ეფექტიანად განახორციელებენ აღნიშნულ და სხვა შემდგომ პროექტებს, აქ უნდა დამზადდეს ის პროდუქტები და შეიქმნას ის მომსახურება, რომელიც საჭირო იქნება ტურიზმის (და არამხოლოდ) კლასტერის განვითარებისათვის, საქართველოში უნდა შეიქმნას ის სტიმული რომელიც მოქალაქეს აქ დარჩენას და განვითარებას მოანდომებს.

აქვე, თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი დასძენს, რომ „მასშტაბის ტაქტიკით“ მიწოლა ახალ სიცოცხლეს შთაბერავს წყალტუბოსაც, რომლის გამოცოცხლების გარანტი უკვე კონკრეტული პიროვნებაა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930