გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისი ეკონომისტთა საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

5-11-2019

პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის, პან-ევროპული რეგიონული საბჭოს და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ორგანიზებით, თბილისში ეკონომისტთა საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.

კონფერენციაზე განხილვის მთავარი საკითხები იქნება: მინიმალური ხელფასის განსაზღვრისა და დაანგრიშების მეთოდოლოგიები, სახელფასო და სოციალური დაცვის სტრატეგიები და მასთან მიმართებაში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის პოლიტიკის განხილვა.

გაერთიანებული პროფკავშირების პრესსამსახურის ინფორმაციით, მსჯელობა შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა: შრომის ბაზრის რეგულირება, სამართლიანი ხელფასების განსაზღვრა და კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოება.

დისკუსია ასევე შეეხება რეგიონსა და მათ შორის საქართველოში მსოფლიო ბანკის და სხვა მსხვილი საფინანსო ინსტიტუტების პოლიტიკის გავლენას დასაქმებაზე, ისევე როგორც მათ მიერ გაცემული კრედიტების გავლენას ბანკებზე, საწარმოებზე და ქვეყნებზე - საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების და სტანდარტების დაცვის კუთხით.

ორდღიან კონფერენციას საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი გახსნის.

შეხვედრა სამი პანელის ფორმატით წარიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ ამერიკის, ევროპის და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ეკონომიკური ექსპერტები, აგრეთვე პროფკავშირების წარმომადგენლები, მათ შორის ანალიტიკოსები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, მოდლოვიდან, ყირგიზეთიდან, უზბეკეთიდან, ტაჯიკეთიდან და რუსეთიდან.

კონფერენცია 6 ნოემბერს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ 10:00 საათზე გაიხსნება და 7 ნოემბერს 17:30 საათზე დაიხურება.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930