6-11-2019
" ნაციონალურ მოძრაობას" 20 ივნისს - სახელმწიფო გადატრიალების, ხოლო 31 ოქტომბერს საეკლესიო გადატრიალების მცდელობა ჩაუვარდა, ორივე მათი პროექტი იყო „,- ამის შესახებ ანალიტიკოსმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში განაცხადა.
ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ეს არის ის შემთხვევა, როცა ნაციონალური მოძრაობის პროექტი, საეკლესიო გადატრიალების პროექტი ისე ჩავარდა, რომ მან არა თუ თანაგრძნობა გამოიწვია, არამედ სასწაულებრივად გააერთიანა ერი და ბერი. ყველა დადგა ერთად, რადგანაც ისინი შეეხნენ წმიდათა წმიდას.
მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც. აქამდე ნაციონალური მოძრაობის მიერ შემოგდებული პროექტები, რომელსაც ყოველთვის მხარს უჭერდა ასე ვთქვათ ლიბერალური აქტივისტების დიდი ნაწილი, ყოველთვის იწვევდა რაღაც ტიპის სენტიმენტებს ამ პროექტის მონაწილის მიმართ მაინც, ისე ეშმაკურად იყო დაგეგმილი, თუნდაც 20 ივნისი . 20 ივნისის სახელმწიფო გადატრიალებაში, ფაქტიურად კრიმინალურ მოქმედებაში ნაციონალურმა მოძრაობამ შეძლო, რომ წარმოეჩინა ის ადამიანები, ვის მიმართაც საზოგადოებას გაუჩნდა გარკვეული თანაგრძნობა. ეს იყო ახალგაზრდები, მაგალითად მაკო გომურის ფიგურა, ახალგაზრდა გოგონა , რომელმაც თვალი დაკარგა, შემდეგ ნაციონალური მოძრაობა სპეკულირებდა მისი პერსონით. ამ შემთხვევაში, საეკლესიო გადატრიალების პროექტი, ნაციონალური მოძრაობის პროექტი და ეს წმინდა წყლის ნაციონალური პროექტი იყო ისე ჩავარდა, რომ მან არა თუ თანაგრძნობა არ გამოიწვია, არამედ სასწაულებრივად გააერთიანა ერი და ბერი. ყველა დადგა ერთად რადგანაც ისინი შეეხნენ წმიდათა წმიდას”,- განაცხადა ნიკოლოზ ლალიაშვილმა.
მისი თქმით, ვხედავთ აბსოლუტურად სუპერ სეკულარულ განწყობებს ლიბერალურ საზოგადოებაში, რომელთაც აქვთ პრეტენზია, რომ არიან მონოპოლისტები პრო-დასავლური თემატიკის და ტრენდის, სინამდვილეში საპირისპირო რამ ხდება დასავლეთში.
,, დასავლეთში ტრენდშია უკვე კონსერვატიული შეხედულებები, იმარჯვებენ კონსერვატიული ძალები ტრამპი, ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში ისევ ამაშიც აცდენილები არიან ჩვენი ლიბერალები გლობალურ ტრენდს”,- განაცხადა ნიკოლოზ ლალიაშვილმა.