გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ტაილანდში მოზარდი მთელი ღამე კომპიუტერით თამაშობდა და გარდაიცვალა

6-11-2019

ტაილანდში მოზარდი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც მთელი ღამე კომპიუტერით თამაშში გაატარა.

17 წლის პლაიატ ჰარიკინი არდადეგებზე მთელ თავისუფალ დროს კომპიუტერულ თამაშებს უთმობდა. დღე და ღამე ის მონიტორთან იჯდა და ონლაინ-თამაშებს თამაშობდა.

მშობლებს შვილთან საჭმელი მის ოთახში მიჰქონდათ და სთხოვდნენ, რომ შეესვენა, თუმცა ბიჭი მათ არ უჯერებდა და თამაშს განაგრძობდა.

4 ოქტომბერს მამა ბიჭის საძინებელში შევიდა და დაინახა, რომ მისი შვილი უგონოდ იყო. კაცს ის ჩაძინებული ეგონა და მის გაღვიძებას შეეცადა, თუმცა მოზარდი გარდაცვლილი აღმოჩნდა.

როგორც მოგვიანებით ექიმებმა დაასკვნეს, ბიჭის გარდაცვალების მიზეზი ინსულტი გახდა, რომელიც ღამის საათებში თამაშმა გამოიწვია.


https://imedinews.ge/ge/msoflio/120562/tailandshi-mozardi-mteli-game-kompiuterit-tamashobda-da-gardaitsvala

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728