7-11-2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან კოორდინირებით, ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინსპექტორი დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, მოტყუებით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ნდობაში შევიდა ერთ-ერთ მოქალაქესთან და დაარწმუნა იგი, რომ 1 500 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, შეეძლო დახმარებოდა მას პენიტენციურ სამსახურში დასაქმებაში.
ბრალდებული დააკავეს მოთხოვნილი თანხის - 1 500 აშშ დოლარის აღების ფაქტზე.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 180-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.