7-11-2019
ახალგორში, 49 წლის ბესიკ ობესოვი ადგილზე არასათანადო მკურნალობის გამო გარდაიცვალა.
ოჯახის ინფორმაციით, ის ახალგორში მეხანძრედ მუშობდა და გუშინ გახდა შეუძლოდ, ჩაკეტილი საოკუპაციო ხაზის გამო, ის თბილისის კლინიკაში არ გადმოიყვანეს.
დაღუპულის დედა წეროვანში იმყოფება, რომელმაც არ იცის შეუშვებენ თუ არა ოკუპანტები შვილის დაკრძალვაზე.