გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

7-11-2019

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი ხელმძღვანელობდა.

საბჭოზე განიხილეს სამცხე-ჯავახეთის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საკითხები, კერძოდ 2020 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსების მოთხოვნის საკითხი და პროცედურა.

მხარის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, თითოეულმა მუნიციპალიტეტმა დეტალურად იმსჯელა იმ საპროექტო წინადადებებზე, რომლებსაც ისინი სამთავრობო კომისიას წარუდგენენ.

პროექტებში გათვალისწინებულია მოსახლეობასთან შეხვედრებისას წამოჭრილი საჭიროებები.

სხდომას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, რწმუნებულის მოადგილეები შალვა ბერძენიშვილი და შოთა როსტიაშვილი, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელი მარინა გაჩეჩილაძე, რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელი გიორგი მიქელაძე, ექვსივე მუნიციპალიტეტის მერები,საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930