გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
საფრანგეთში პატრიკ-ლუი ვიტონი გარდაიცვალა

8-11-2019

აფრანგეთში 68 წლის ასაკში ცნობილი დიზაინერი პატრიკ-ლუი ვიტონი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ვიტონის მოდის სახლი ავრცელებს.

განცხადებაში დიზაინერის გარდაცვალების მიზეზზე არაფერია ნათქვამი.

პატრიკ-ლუი ვიტონი ლუი ვიტონის სახლს 1973 წლიდან შეუერთდა და მდიდრული ტყავის ჩანთების, სამგზავრო ჩემოდნების, მოდური ტანისამოსის, პარფიუმერული ნაწარმისა და აქსესუარების დამზადების ოჯახური ტრადიცია განაგრძო. ბრენდის ისტორია კი 1854 წლიდან იწყება. ის ლუი ვიტონმა დააარსა.

ბრენდის წლიური გაყიდვების მაჩვენებელი 10 მილიარდ დოლარს აღემატება. კომპანია მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაში 500-მდე მაღაზიას ფლობს.

https://1tv.ge/news/safrangetshi-patrik-lui-vitoni-gardaicvala/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728