გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის გადასახადების მინისტრს შეხვდა

22-12-2017

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის გადასახადების მინისტრს, მიქაილ ჯაბაროვს შეხვდა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, განსაკუთრებით საგადასახდო სისტემების სრულყოფის მიმართულებით.

მხარეებმა ისაუბრეს საგადასახადო საკითხებში ურთიერთდახმარების აღმოჩენისა და ინფორმაციის ოპერატიულ რეჟიმში გაცვლის საკითხებზე.

მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოში ჩამოვა სპეციალური ჯგუფი, რომელსაც საშუალება იქნება სამუშაო რეჟიმში, ადგილზე გაეცნოს საგადასახადო სფეროში ქართული მხარის მიერ მიღწეულ შედეგებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728