გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივლისი 22, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პირს, რომელმაც ორი ავტოგასამართი სადგური და მარკეტი დაააჩაღა, 5 წლით პატიმრობა მიესაჯა

9-11-2019

ყაჩაღობის 3 ეპიზოდზე ბრალდებული ლ.ხ. თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ბრალდებულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ლ.ხ. 2019 წლის 6 აგვისტოს, ქ.თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე მდებარე შპს "რომპეტროლ საქართველოს" ავტოგასამართ სადგურზე, იარაღით თავს დაესხა ბ. ჩ.-ს, ბ.ჩ.-ს და გ. ზ.-ს, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით გასტაცა მათ 560 ლარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პროკურატურის ინფორმაციით, ასევე დადგინდა, რომ ლ.ხ. 2019 წლის 10 აგვისტოს, დავით აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარე ტერიტორიაზე შპს მაღაზია „ეკო მარკეტში“ და დიდი დიღმის გამოსასვლელთან მდებარე სს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" ავტოგასამართ სადგურზე, იარაღით, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, თავს დაესხა ქ.მ.-ს , ა.მ.-ს და ა.მ.-ს, გასტაცა მათ 711.20 ლარი და მიიმალა.

სამართალდამცველებმა ლ.ხ. 2019 წლის 10 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება 3 ეპიზოდზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031