გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე ამაღამ მოძრაობა შეიზღუდება

9-11-2019

საახალწლო განათებების მონტაჟის პროცესის გამო დედაქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე, გარკვეული დროით, მოძრაობა შეიზღუდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს, 19:00 საათიდან ხვალ, დილის 07:00 საათამდე, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება სიმონ კანდელაკის ქუჩაზე და ასევე, ამაღამ, 23:00 საათიდან 07:00 საათამდე, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება - ვახტანგ გორგასალის ქუჩაზე, პეტრე ბაგრატიონის მოედნიდან - გია გულუას მოედნამდე და თენგიზ შეშელიძის ქუჩაზე, დავით სარაჯიშვილის ქუჩის კვეთიდან - გიორგი მინდელის ხიდამდე.

სამუშაოებს ,,თბილსერვის ჯგუფი’’ ახორციელებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930