9-11-2019
,,ეს პარკი ძალიან მალე იქცევა ჯანსაღი ცხოვრების და ოჯახური დასვენების კერად. პარკის გაშენებისთვის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა ,,ქართუმ“ მილიონ ლარამდე დახარჯა“ ,- ამის შესახე ფონდის პროექტების ხელმძღვანელმა ვახტანგ ცაგარელმა განაცხადა.
,,დღეს შედგა დავით გურამიშვილის სახელობის სკვერის პრეზენტაცია დაბა საგურამოში, მცხეთის რაიონში. ეს პარკი ძალიან მალე , ჯანსაღი ცხოვრების და ოჯახური დასვენების კერად იქცევა. პარკის გაშენებისთვის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა ქართუმ მილიონ ლარამდე დახარჯა. იგი ორ ჰექტარზეა გაშენებული. პარკის ინფრასტრუქტურა ამფითეატრს, სპორტულ მოედნებს და რაც მთავარია დავით გურამიშვილის ძეგლს მოიცავ“,- განაცხადა ვახტანგ ცაგარელმა
ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, დაბა საგურამოში ორ ჰექტარზე გაშენებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ადგილზე მოეწყო საბავშვო სივრცე, ამფითეატრი და სათამაშო მოედანი. სკვერის ტერიტორიაზევე დაიდგა დავით გურამიშვილის ძეგლიც.