გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე: მამუკა ხაზარაძე სულ მცირე, უხერხულობას მაინც უნდა გრძნობდეს

9-11-2019

„მამუკა ხაზარაძე, სულ მცირე, უხერხულობას მაინც უნდა გრძნობდეს, როდესაც სახლემწიფოს ფინანსური მხარადაჭერით აშენებულ მაღალტექნოლოგიურ სათბურშია სტუმრად და ამბობს, რომ საქართველო თოხისა და გუთნის მენტალიტეტში დარჩა”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.

„ბატონ მამუკას მინდა ვუთხრა, რომ რასაც ის სამომავლოდ გეგმავს, უკვე წლებია ხორციელდება.

სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების საფუძველზეა შემუშავებული. ამ სტრატეგიის განხორციელების ფარგლებში, მაღალტექნოლოგიური 200-ზე მეტი ახალი საწარმო შეიქმნა, თანამედროვე სტანდარტით გადაიარაღდა 800-ზე მეტი, 8 ათას ჰექტარზე გაშენდა თანამედროვე ტიპის ბაღი, ჩანაცვლება დაიწყო მესაქონლეობაში, რის შედეგადაც, 500 %-ით გაიზარდა მაღალპროდუქტიული ჯიშები.

დარგში 2 მილიარდის ინვესტიცია განხორციელბულია კერძო ბიზნესის მიერ, ხოლო სახელმწიფოს მიერ, თანადაფინანსების პროცესში, დაახლოებით, 260 მილიონ ლარამდეა დახარჯული. 2012 წლის შემდეგ, იმპორტირებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, 2018 წელთან შედარებით, არც ერთი პროცენტით არ გაზრდილა, მაშინ როდესაც, სწორედ სახელმწიფო პროგრამების შედეგად შევძელით გაგვეორმაგებინა ექსპორტზე პროდუქციის გატანა. ექსპორტზე გასულია, თითქმის, მილიარდი ღირებულების ქართული პროდუქცია. 2015-2020 წლების განვითარების სტრატეგიას სამინისტრო ეტაპობრივად ახორციელებს და მიმდინარე სამუშაობის შესახებ ინფორმაციას საზოგადოება, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოებას აცნობს. ბატონო მამუკა, მინდა იცოდეთ, რომ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელები აცხადებენ, რომ საქართველოში წარმატებით ხორციელდება სოფლის მეურნეობის სისტემური გარდაქმნა. ეს ნამდვილად არის წარმატება. თუმცა, ჯერ კიდევ მრავალი მნიშვნელოვანი პროექტია განსახორციელებელი, რომელსაც 2020-2021 წლის სტარტეგია ითვალისწინებს. ასე, რომ ნუ შეიყვანენ შეცდომაში საზოგადოებას. ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას იმ 40 ათასი ფერმერს, რომელიც მაღალი ტექნოლოგიების დანერგვში, ახალი კულტურების მოშენებისა და ახალი ჯიშების გამრავლების პროცესშია ჩართული",- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930