გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივლისი 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ იქიდანვე კეთდებოდა საქმე უთქმელად “ - რას იხსენებს წყალტუბოს მკვიდრი ბიძინა ივანიშვილის მიერ 90-იან წლებში განხორციელებულ ქველმოქმედებაზე

11-11-2019

წყალტუბოში ინვესტიციას და ქველმოქმედებას ბიძინა ივანიშვილი 90-იან წლებშიც ახორციელებდა. ამის შესახებ წყალტუბოს მკვიდრი ჯემალ ფანცხავას „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

ფანცხავა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის „საკავშირო თავდაცვის სანატორიუმის“ გადაცემის პროცესს იხსენებს.

„ყოფილი საკავშირო თავდაცვის სანატორიუმი ახალი გადაცემული იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის, იმ პერიოდში ძალიან ჭირდა სახურავის შეკეთება. მაშინ თავდაცვის სამინისტროს მივმართეთ. ისე მოხდა, რომ ბატონი ბიძინა ახლადშექმნილ თავდაცვის სამინისტროს ეხმარებოდა ტექნიკით და სხვადასხვა ობიექტების სახურავის მასალით, მათ შორის მოხვდა წყალტუბოს თავდაცვის სანატორიუმის გადახურვის სამუშაოები. ეს იმ დროს, როდესაც ბატონი ბიძინა პოლიტიკაში საერთოდ არ იყო და იქიდანვე კეთდებოდა საქმე უთქმელად და გამოუქვეყნებლად“ - ამბობს ჯემალ ფანცხავა.



https://www.youtube.com/watch?v=L6qJAKipL9U&feature=youtu.be

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031