11-11-2019
საზოგადოებრივი მოძრაობა "ზნეობის" დამფუძნებელი, გურამ ფალავანდიშვილი პოლიტიკაში მოსვლა აანონსებს.
ჰომოფობიური დაჯგუფების ლიდერი აცხადებს, რომ მედია მისი ორგანიზაციის შესახებ ფაქტებს სათანადოდ არ აშუქებს, რის გამოც პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბება გადაწყვიტა. როგორც ფალავანდიშვილი ამბობს მისი მოძრაობა ითანამშრომლებს ყველა თანამოაზრესთან.
ფალავანდიშვილის განცხადებით, 2020 საპარლამენტო არჩევნებამდე, სამი თვით ადრე, საზოგადოება "ზნეობა" პერმანენტულ აქციებსაც დაიწყებს.
როგორც ძალადობრივი ჯგუფის ლიდერი განმარტავს,
რაც შეეხება ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის" დირექტორს დიმირტი ლორთქიფანიძეს, აცხადებს, რომ მართალია მას პოლიტიკურ ცხოვრებაში გარკვეული პერიოდი ტაიმ-აუტი აქვს აღებული თუმცა, - "თუ სამშობლოს დასჭირდა" აუცილებლად დაბრუნდება.