გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფონდმა „ქართუ“ ორგანიზაცია IBA-გან შეისყიდა ციკლოტრონი, რომელიც ადრონული თერაპიის ცენტრში მთავარი დანადგარი იქნება

11-11-2019

ფონდმა „ქართუ“ ორგანიზაცია IBA-გან შეისყიდა ციკლოტრონი, რომელიც ადრონული თერაპიის ცენტრში მთავარი დანადგარი იქნება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლების საკითხებში, პროფესორი მიხეილ ჩხენკელი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობასთან დაკავშირებით გადაღებულ ფილმში საუბრობს.

როგორც მიხეილ ჩხენკელი აღნიშნავს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იქნება საგანმანათლებლო და სამეცნიერო ჰაბი. ეს იქნება აკადემიური ცენტრი მთელი რეგიონისთვის, სადაც ქართველი მეცნიერები უცხოელ კოლეგებთან ერთად ძალიან საინტერესო ერთობლივ ექსპერიმენტებს ჩაატარებენ.

„ადრონული თერაპიის ცენტრში იქნება ციკლოტრონი, რომელიც წარმოადგენს ბაზას პროტონული თერაპიისთვის. დედააზრი ამ ცენტრის გახლავთ ის, რომ აქ იქნება სიმსივნის მკურნალობა. ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტი განხორციელდება მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ორგანიზაცია IBA-სთან ერთად. IBA არის ორგანიზაცია, სადაც აწყობენ და ქმნიან ამ უნიკალურ ციკლოტრონებს“ - განაცხადა ჩხენკელმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930