გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცოტნე ზურაბიანი: ფონდ ,,ქართუს“ მიერ დაფინანსებულმა პრომეთეს მღვიმემ სახელმწიფოს 12 მლნ ლარამდე შემოსავალი მოუტანა და მილიონზე მეტი ტურისტი მიიღო

11-11-2019

"წყალტუბოს პროექტის მთელი ხიბლი ის გახლავთ, რომ ეს არის ქალაქის და რეგიონის განვითარებისადმი კომპლექსური მიდგომა. მე მოვისმინე ოპოზიციის განცხადებები იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის პროექტები სახელმწიფოს აწევს ტვირთად“-ეს განცხადება წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ცოტნე ზურაბიანმა „იმედის“ ეთერში გააკეთა.

მისი ტქმით, სინამდვილეში კი დღევანდელ ეტაპზე ერთადერთი წარმატებული პროექტი პრომეთეს მღვიმეა, რომელიც სამწუხაროდ წინა ხელისუფლებამ მიიწერა.

„რეალურად ეს პროექტი ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა. 8 წლის განმავლობაში ოპერირების შედეგად მან სახელმწიფოს 12 მლნ ლარამდე შემოსავალი მოუტანა და მილიონზე მეტი ტურისტი მიიღო. ამასთან ცალკე კვლევა არსებობს გერმანული მხარის დაფინანსებული, თუ როგორ შეუწყო ხელი პრომეთეს მღვიმემ მიმდებარე ტერიტორიაზე მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას,“ - განაცხადა ზურაბიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930