გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ თავის განაყოფებთან ერთად, თავს დაესხნენს პატრიარქს და ეკლესიას

12-11-2019

"ალბათ ხედავთ, რომ ისინი გამიზნულად ახორციელებენ ყველა ინსტიტუტის დისკრედიტაციას. დისკრედიტაციას ეწევიან ყველა პოლიტიკური თანამდებობის პირის - მინისტრების, დეპუტატების, საჯარო მოხელეების, მათი ოჯახის წევრების, ჩვეულებრივი მოქალაქეების, რომლებიც მათი თანამოაზრეები არ არიან. ისინი ცდილობენ სიცრუის კორიანტელში გახვიონ ქვეყანა და სიცრუე დომინანტად აქციონ სიმართლეზე. მათ სურთ, შენებაც კი ნგრევად გამოაცხადონ. ხედავთ, რომ ისინი ყველაფერზე მიდიან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ისინი თავს დაესხნენ საქართველოს პატრიარქს და ეკლესიას"-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

"ყოველთვის ვცდილობ ხოლმე, ვიყო თავშეკავებული განცხადებებსა და გამოსვლებში, მაგრამ, ვფიქრობ, შეუძლებელია განსაკუთრებული ემოციის გარეშე შევაფასო ბოლოდროინდელი განვითარებული მოვლენები ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობ, სრულიად გამიზნული, დაგეგმილი სპეცოპერაცია ეკლესიასა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე.

როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა“ თავის განაყოფებთან ერთად, გადამწყვეტ ბრძოლას იწყებს და ყველაფერზე მიდის. ალბათ, ხედავთ, რომ ისინი გამიზნულად ახორციელებენ ყველა ინსტიტუტის დისკრედიტაციას. დისკრედიტაციას ეწევიან ყველა პოლიტიკური თანამდებობის პირის - მინისტრების, დეპუტატების, საჯარო მოხელეების, მათი ოჯახის წევრების, ჩვეულებრივი მოქალაქეების, რომლებიც მათი თანამოაზრეები არ არიან.

ისინი ცდილობენ სიცრუის კორიანტელში გახვიონ ქვეყანა და სიცრუე დომინანტად აქციონ სიმართლეზე. მათ სურთ, შენებაც კი ნგრევად გამოაცხადონ. მაგრამ, ხედავთ, რომ ისინი ყველაფერზე მიდიან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ისინი თავს დაესხნენ საქართველოს პატრიარქს და ეკლესიას.

„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განაყოფი, საკუთარ ლიდერთან ერთად, რომელიც ბოლოს გამოგვეცხადა, როგორც ეკლესიის პატივისმცემელი და მოძღვარი, თითქოს მას აღსარება უნდა ჩავაბაროთ, ჯვარი დაგვანახა და სწორედ ჯვარს დაუწყო ბრძოლა, მართალია, ეს ბრძოლა მათი უშედეგოდ დასრულდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არის კულმინაცია საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და საზოგადოების ინტერესებთან ბრძოლის გზაზე. მაგრამ ეკლესიასთან ბრძოლა მათ დღეს არ დაუწყიათ. 16 წელია, ისინი ებრძვიან ამ ფუნდამენტურ საყრდენს საზოგადოებისა და ქვეყნისა, გახსოვთ, ალბათ, ეკლესიებზე სატვირთოებით განხორციელებული შეტევა, თავისუფლების ინსტიტუტისა და ბოკერიას ყოველდღიური დისკრედიტაცია ეკლესიის, როგორც ჩვენი მსოფლმხედველობის, კულტურისა და იდენტობის საძირკველზე. ახალაიების პირადი მოძღვარის, კარის მოძღვარის, პეტრეს პატრიარქზე გალაშქრება, და შემდეგ, გამოხმაურებული მათი ლიდერი სააკაშვილი, რომელიც ღირსეულ კაცად აღიარებს მას. გაბუნიას ბილწსიტყვაობას, სამწუხაროდ, მივეჩვიეთ, მაგრამ საზოგადოება არასდროს არ მიეჩვევა. გახსოვთ, ალბათ, ღვთისმშობელზე ფეხით შედგომა და საზოგადოების რწმენაში, სულში ჩაფურთხება. რამდენიმე დღის წინ, ამ მართლაც ჯოისტიკმა, შეურაცხყოფა მიაყენა, კიდევ ერთხელ, საზოგადოებას და ფონი შეუქმნა, კიდევ ერთხელ, მათ წარმომადგენელს, ყოფილ მეუფეს, პეტრეს, რომელიც კიდევ ერთხელ ილაშქრებს პატრიარქზე და მას პედერასტად აცხადებს. გრცხვენოდეთ! პატრიარქზე, რომელიც არის უხუცესი საჭეთმპყრობელი და ჩვენი სულიერი წინამძღოლი, პატრიარქს, რომელსაც პატივს სცემს ყველა ჯიშის, ყველა ჯილაგის, ყველა რწმენის წარმომადგენელი, გრიგონიალები, კათოლიკები, პატივს სცემენ მუსულმანები, პატივს სცემს ყველა რწმენის წარმომადგენელი, რა ჯიშის ხართ, რა ჯილაგის ხართ, რა რწმენის ხართ, რომ გინდათ, ყველაფერზე გაილაშქროთ და სულში ჩააფურთხოთ საქართველოს. თქვენ ეს არ გამოგივათ. თქვენ არ ინდობთ არც საეკლესიო კაბას, არც ჩოხას და სულში აფურთხებთ საზოგადოებას. კმარა, გეყოფათ! და თქვენ, საზოგადოებას და ჩემი გუნდის წევრებსაც, გთხოვთ, რომ რეალურად შეაფასოთ სიტუაციას. არ არის საცდელი ობიექტი ეს ქვეყანა. გთხოვთ, უფრო მეტად პრინციპულები იყავით და ის შეცდომა, რაც დაუშვით მათთან კოჰაბიტაციის, ამას უნდა ჰქონდეს დასასრული"-განაცხადა ხუნდაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930