გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: ნებისმიერი პოლიტიკური აქტი, რომელიც ხელს შეუწყობს ამ დანაშაულებრივი ძალის პოლიტიკურ მდგომარეობას, ჩვენ მიერ არ იქნება მხარდაჭერილი

13-11-2019

„ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას ისეთი საარჩევნო მოდელის შექმნაში, რომელიც ადამიანების წამებაზე, დამცირებაზე, დაშინებაზე, რეპრესიებზე, საკუთრების წართმევაზე დაფუძნებული ძალადობრივი რეჟიმის პოლიტიკურ რეაბილიტაციას, პარლამენტში დაუმსახურებლად და ხელოვნურად მათი წარმომადგენლობის დღევანდელი რაოდენობით შენარჩუნებას და მათთვის რაიმე, თუნდაც უმნიშვნელო უპირატესობის მინიჭებას შეუწყობს ხელს“ - განაცხადა უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, სოციალური ქსელით გავრცელებულ მიმართვაში.




ხუნდაძე მიიჩნევს, რომ საბედისწერო შეცდომის კიდევ ერთხელ დაშვების უფლება არ გვაქვს.


„მიგვაჩნია, რომ საქართველოს განვითარების ამ ისტორიულ ეტაპზე, სულ მცირე, არ გვაქვს უფლება, კიდევ ერთხელ დავუშვათ საბედისწერო შეცდომა და ძირითადად, იმ მიზეზით, რომ ერთმანეთს ვეკეკლუცოთ, თუ როგორი პროგრესულები ვართ ან, თუნდაც ენჯეო-სექტორის მოწონება და შექება დავიმსახუროთ, ჩვენივე ხელით გავანადგუროთ ის მთავარი მონაპოვარი, კერძოდ კი - თავისუფლება და უფლება ვიცხოვროთ შიშის გარეშე - რაც ყველამ ერთად მოვიპოვეთ 2012 წელს ,,ნაცინალური მოძრაობის“ კაცთმოძულე რეჟიმთან მრავალწლიანი ბრძოლის შედეგად“ - აცხადებს უმრავლესობის წევრი.


ხუნდაძის თქმით, დღეს მათ (ნაციონალური მოძრაობის) ნამსხვრევებს შორის დისკუსია სწორედ იმ საკითხზე მიმდინარეობს, გამარჯვების შემდეგ რა სიმძაფრით გაარძელონ ქართველი ხალხის მოგუდვა და ჩაგვრა.


„ნებისმიერი პოლიტიკური აქტი, რომელიც ხელს შეუწყობს და კიდევ უფრო გააძლიერებს ამ დანაშაულებრივი ძალის პოლიტიკურ მდგომარეობას, ჩვენს მიერ პრინციპულად და კატეგორიულად არ იქნება მხარდაჭერილი. ჩვენ არ გავაფორმებთ გადარჩენის კონკორდატს საქართველოს ისტორიაში ყველაზე სახიფათო საშინაო მტერთან!“ - განაცხადა ხუნდაძემ.




ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930