გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: ეძახონ ახლა მონები იმ მაჟორიტარებს, რომლებსაც ღილაკზე თითის მიმჭერებად მოიხსენიებდნენ

14-11-2019

,,ფრაქცია ქართული ოცნების’’ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, თამარ ჩუგოშვილისთვის, რომელმაც დღეს უმრავლესობის რიგები დატოვა, პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის მიღება პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო.

მისი თქმით, სამწუხაროა თამარ ჩუგოშვილის მიერ უმრავლესობის დატოვება, რადგან იგი გუნდის ერთ-ერთი, ღირსეული წევრია.
„თამარ ჩუგოშვილმა გუშინაც და დღესაც, მათ შორის უმრავლესობის სხდომაზე დააფიქსირა, რომ აღნიშნული საკითხი პრინციპული მნიშვნელობის იყო. აქედან გამომდინარე მიიღო მან ეს გადაწყვეტილება, რაც ჩემთვის და გუნდისთვის ძალიან სამწუხაროა, რადგან თამარ ჩუგოშვილი არის გუნდის ძალიან ღირსეული წევრი.

ასევე, ის ადამიანები არიან ძალიან ღირსეული წევრები, რომლებიც გავიდნენ დღეს უმრავლესობიდან. უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და არ შევქმნათ ძალით აჟიოტაჟი, რომელსაც ოპონენტები ქმნიან. არვიცი, ოპონენტები რამდენად იყვნენ მოწოდებულები პროპორციული სისტემის გასვლისაკენ, როდესაც აანონსებდნენ და შემდეგ აორგანიზებდნენ აქციებს. ეძახონ ახლა მონები იმ მაჟორიტარებს, რომლებსაც მოიხსენიებდნენ ღილაკზე თითის მიმჭერებად. აღმოჩნდა, რომ ასეც არ არის თურმე საქმე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე, ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ დააგროვა.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ასევე უმრავლესობის ექვსი სხვა წევრი უმრავლესობას ტოვებენ.

აღსანიშნავია, რომ მამუკა მდინარაძე ასევე გამორიცხავს რიგგარეშე არჩევნებს.

მისი თქმით, არანაირი რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930