გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, ივლისი 23, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დეპუტატებს, რომლებმაც უმრავლესობა დატოვეს, სავარაუდოდ მარიამ ჯაშიც შეუერთდება

14-11-2019

პარლამენტის განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში სავარაუდოდ იმ შვიდი დეპუტატის მსგავს ნაბიჯს გადადგამს, რომლებმაც საპარლამენტო უმრავლესობა უკვე დატოვეს.

მარიამ ჯაშის პოლიტიკური ტემპერატურის აწევა მოსალოდნელი იყო და ეს ბუნებრივია, ვინაიდან, პოლიტიკური სპექტრი მოლოდინში იყო, რომ „დადებითი პოზიციით“ მოხდებოდა ამ გადაწყვეტილების დამტკიცება.

„ვფიქრობ, ამ ეტაპზე მაქსიმალურად უნდა მოხდა სიმშვიდის შენარჩუნება და ბუნებრივია, სამართლებრივ ჩარჩოებს საპროტესტო აქცია არ უნდა გაცდეს. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჩემი მხრიდან, ნაადრევია მოსაზრების გამოთქმა, ვინაიდან მე დარწმუნებული ვიყავი, რომ დავამტკიცებდით ამ ცვლილებას და არც მქონდა მოფიქრებული რაიმე ალტერნატიული ნაბიჯი. მე მექნება საუბარი ჩემს კოლეგებთან, რომელთაც უმრავლესობა დატოვეს. ჩემთვის მნიშვნელოვანია დავრჩე დამოუკიდებელ დეპუტატად. მე ჩემი სამაჟორიტარო ოლქის ფარგლებში აქტიურ მუშაობას გავაგრძელებ. თითოეული ჩვენგანის მიზანია პოლიტიკურ ასპარეზზე სიმშვიდე შევინარჩუნოთ. ჩემთვის მთავარია, რომ როგორც მაჟორიტარმა და განათლებისა და ჯანდაცვის მიმართულებით მომუშავე დეპუტატმა ვეცადოთ მხოლოდ დადებითი ნაბიჯები გადავდგათ“-განაცხადა ჯაშმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031